სოფლის მეურნეობის მინისტრი აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ სადაზღვევო კომპანიებს შეხვდება

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია დღეს, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ სადაზღვევო კომპანიებს შეხვდება და პროექტის მიმდინარეობაზე დეტალურ ინფორმაციას მოისმენს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, პროგრამაში სულ 6 სადაზღვევო კომპანიაა ჩართული. უწყების განმარტებით, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამისთვის 100 მლნ ლარია გამოყოფილი.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა უკვე მეორე წელია ხორციელდება.