მარნეულის მოსახლეობა „საქართველოს ფოსტის“ ახალი სერვის ცენტრით ისარგებლებს

მარნეულის მოსახლეობას დღეიდან საშუალება ექნება „საქართველოს ფოსტის“ ახალ სერვის ცენტრში უნივერსალური მომსახურებით ისარგებლოს.

როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, ”საქართველოს ფოსტა” უზრუნველყოფს მომხმარებლისათვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას - სერვისცენტრები თანამედროვე ავეჯით და ტექნიკით აღიჭურვება. განახლებული და ავტომატიზირებული ცენტრები მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურების ხარისხს.

მათივე ინფორმაციით, პროფესიონალებით დაკომპლექტებულ განახლებულ სერვისცენტრებში მომხმარებელს მომსახურების ახალ სტანდარტს და ახალ პროდუქტებს შესთავაზებენ. კომპანიის მიზანია გახდეს ლიდერი ბრენდი საფოსტო გზავნილებში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

უწყების ცნობით, აღნიშნულ სერვისცენტრში 12 ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება. „საქართველოს ფოსტაში“ დასაქმებული ადამიანების რაოდენობა 2 673 შეადგენს და ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი კომპანიაა საქართველოში.