”ლანჩის” დრო - საუკეთესო შესაძლებლობა საქმიანი შევხედრების საწარმოებლად

დატვირთული სამუშაო რეჟიმის, დღის განმავლობაში დაგეგმილი უამრავი საქმიანი შეხვედრებისა თუ სპეციფიური პროფესიის გამო ხშირად, საუზმისთვის, სადილისთვის ან ვახშმისთვის დრო აღარ რჩება. ამ პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს ის ფაქტი, რომ საკვების მიღების სწრაფი და კომფორტული მეთოდი, ე.წ. წახემსება საქართველოში არც ისე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ობიექტური მიზეზების გამო ”ლანჩის” კულტურა არც ისე განვითარებულია. ამერიკელებისთვის წახემსება ანუ ”ლანჩი” ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. უფრო მეტიც, ისინი შესანიშნავად ახერხებენ საქმიანი შეხვედრების ”ლანჩთან” ერთად წარმოებას. ლანჩის კულტურა კარგად არის განვითარებული ევროპის ქვეყნებშიც. მაგრამ საქართველოში, ბევრი რესტორანი უარს ამბობს მომხმარებლისთვის ამ სერვისის შეთავაზებაზე ერთი მარტივი მიზეზის გამო: საქართველოში წახემსების შესაძლებლობა და, შესაბამისად, მოთხოვნა მცირეა.

ქართული რესტორნების გარკვეული ნაწილი, მიუხედავად მოთხოვნის დაბალი მაჩვენებლისა, მაინც სთავაზობს ”ლანჩ-მენიუს” თავის სტუმრებს. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული და დაცულია ის ”კრიტერიუმები”, რაც ლანჩს საუზმის, სადილისა და ვახშმისგან გამოარჩევს. ასეთი წახემსების დროს სავსებით შესაძლებელია საქმიანი საუბრების წარმოება, პოტენციურ საქმიან პარტნიორებთან ერთად თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა, სამუშაო შეხვედრების დაგეგმვა და ა.შ. თუ ამ ყველაფერს გარემო ხელს სასიამოვნო მუსიკით, ვერანდიდან გადაშლილი ლამაზი ხედებით და გემრიელი ”ლანჩ-მენიუთი” უწყობს, საქმიანი შეხვედრა ბევრად საინტერესო და პერსპექტივის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს. bpn

აუცილებლად უნდა აღინიშნოს წახემსების მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. როგორც ქართველი დიეტოლოგები აღნიშნავენ, ცალსახად იმის მტკიცება, რომ ხემსის არარსებობა ჯანმრთელობის პრობლემებს გამოიწვევს, სწორი არ არის. თუმცა დიეტოლოგები იმაზეც თანხმდებიან, რომ წახემსების არარსებობა მადის გაძლიერებას უწყობს ხელს და ადამიანები იმაზე მეტს მიირთმევენ ერთ ჯერზე, ვიდრე სასურველია. ერთჯერადად დიდი ოდენობის საკვების მიღება კი უამრავი უარყოფითი შედეგის მომტანია, მათ შორის წონასთან დაკავშირებული სირთულეების.

საქმიანი ადამიანების რეჟიმის და სწორი კვების დარღვევის უარყოფითი შედეგების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ საქმიანი ”ლანჩი” საუკეთესო გამოსავალია. ერთ-ერთი ასეთი ადგილი თბილისში, სადაც სასიამოვნო მუსიკის ფონზე საქმიანი შეხვედრების გამართვა შესაძლებელია, რესტორან-ლაუნჯი ”მე-8 სართულია” (Floor 8). როგორც რესტორნის მენეჯერი ტატა ავალიშვილი აღნიშნავს, რესტორანი ცდილობს გემოვნებიანი მუსიკით, ვერანდიდან გადაშლილი ხედებითა და ევროპულ-ქარული სამზარეულოთი სტუმარს მაქსიმალურად კომფორტული გარემო შეუქმნას. რესტორანში ლანჩ-მენიუ 12:00 საათიდან 16:00 საათამდე მოქმედებს.

”ამ დროს უკრავს გემოვნებიანი მუსიკა როგორც დარბაზში, ასევე ტერასებზე. სტუმარს შეუძლია თან მიირთვას და თან იმუშაოს, ან საქმიანი შეხვედრა გამართოს. ჩვენი ხშირი მომხმარებლები არიან სხვადასხვა კომერციული ბანკების თანამშრომლები და მმართველები”, - აღნიშნავს ტატა ავალიშვილი.

რესტორან -ლაუნჯი 2016 წლის 29 იანვარს გაიხსნა და სტუმრებს მრავალფეროვან მუსიკალურ პროგრამასთან ერთად, საქმიანი შეხვედრების ორგანიზების შესაძლებლობას სთავაზობს. რესტორანში ასევე შესაძლებელია კორპორატიული საღამოების მოწყობა. ცოცხალი მუსიკა, ცნობილი ბენდები, ვერანდები, საიდანაც თბილისის მრავალფეროვანი ხედები იშლება, მაღალი ხარისხის მომსახურება და სასიამოვნო გარემო - ეს ის არასრული ჩამონათვალია, რისი გაცნობაც სტუმარს უკვე თავად შეუძლია რესტორან- ლაუნჯ ”Floor 8”-ში სტუმრობისას.

(R)