8 მაისს გერმანიაში ელექტროენერგიის ფასმა იმდენად დაიწია, რომ უარყოფითი გახდა

8 მაისს გერმანიამ რეკორდი დაამყარა - ამ მზიან და ქარიან დღეს, განახლებადი წყაროების მიერ გამომუშავებულმა ენერგიამ, მოსახლეობის 87%-ით უზრუნველყოფა მოახერხა.

ამის გამო ელექტროენერგიის ფასმა იმდენად დაიწია, რომ უარყოფითი გახდა.

ფაქტობრივად, ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს ფულს უხდიდნენ ელექტროენერგიის მოხმარებისთვის.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, გერმანია ასეთი გარღვევისთვის მზად არ აღმოჩნდა.

ენერგიის სიჭარბის გამო, გაზის ელექტროსადგურების გაჩერების, ატომური და ნახშირის ელექტროსადგურების ზარალზე მუშაობის მიუხედავად, ალტერნატიული ენერგეტიკა ძალიან არის დამოკიდებული მუდმივად ცვალებად ამინდზე, რაც მრავალჯერ გამხდარა კრიტიკის მიზეზი.

სკეპტიკოსები ამბობენ, რომ ამის გამო, განახლებად წყაროებს ყოველთვის მხოლოდ ნაწილობრივ შეეძლებათ ელექტროენერგიით მომარაგება.

2050 წლისთვის გერმანია ენერგიის განახლებად წყაროებზე მთლიანად გადასვლას გეგმავს.

გერმანია ერთადერთი არაა ამ მისწრაფებებში. ზოგიერთმა ქვეყანამ, მაგალითად - ისლანდიამ, პარაგვაიმ და ნორვეგიამ - უკვე მიაღწიეს ამას.

განაგრძეთ კითხვა