ქუთაისის მერიამ რეგულირების შუქნიშნები დაამონტაჟა

ქუთაისის მერიის ინიციატივით, ქალაქის ორ ადგილზე ფეხმავალი რეგულირების შუქნიშნები დამონტაჟდა. პირველი ორი ადგილი ირაკლი აბაშიძისა და რუსთაველის გამზირზე, „ზებრა“ გადასასვლელებზე დამონტაჟდა.

სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა ფირმა „გლობალ სერვისმა“ შეასრულა. პროექტის ღირებულება 36 547 ლარია. რეგულირების შუქნიშნების საშუალებით მოქალაქეს შეუძლია ღილაკის ერთი დაჭერით ავტომობილებს წითელი შუქი აუნთოს და ისე განახორციელოს გადასვლა.