აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში წელს 97 პოლისია გაცემული

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს 97 პოლისია გაცემული, საიდანაც 100 ათას ლარზე მეტი ოდენობის სადაზღვევო პრემიას სახელმწიფო აფინანსებს. პროექტში სახელმწიფოს თანადაფინანსება წელს 10%-ით გაიზარდა და მისი წილი 50-80% გახდა. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, სადაზღვევო კომპანიებთან ერთად პროექტის ფარგლებში გამოვლენილ პრობლემებზე მუშაობა სისტემატიურად მიმდინარეობს. მიმდინარე წელს აგროდაზღვევის პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონ ლარს შეადგენს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე