„გაზპრომის“ საბჭოს თითოეულმა წევრმა წელს 1.14 მილიარდი რუბლის ოდენობის შემოსავალი მიიღო

2016 წლის პირველ კვარტალში „გაზპრომის“ საბჭოს 17 წევრიდან თითოეულმა 1.14 მილიარდი რუბლის ოდენობის შემოსავალი მიიღო, - ამის შესახებ ნავთობკომპანიის კვარტალურ ანგარიშშია აღნიშნული.

შედარებისთვის, 2015 წლის პირველ კვარტალში მათ მიერ გამომუშვებული თანხა 558 მილიონ რუბლს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით „გაზპრომის“ საბჭოს წევრების შემოსავალი გაორმაგდა.

მათი შემოსავლები ხელფასის, ბონუსისა და კომპანიის მმართველ უწყებებში შესრულებული სამუშაოსთვის მიღებული სხვა ანაზღაურებისგან შედგება.

ნავთობკომპანიის კვარტალური ანგარიშის მიხედვით, 2016 წლის პირველ კვარტალში საბჭოს წევრების ხელფასმა 270.4 მილიონ რუბლს მიაღწია, პრემიები დაახლოებით 850 მილიონი რუბლით გაიზარდა, ხოლო სხვა სახის ანაზღაურებამ 25 მილიონ რუბლს გადააჭარბა.