სოფლის მეურნეობის სფეროში სატელიტური მეტეოროლოგიური მონაცემების გამოყენების შესახებ იმსჯელეს

სასტუმრო ”ვერე პალასში“, სოფლის მეურნეობის სფეროში სატელიტური მეტეოროლოგიური მონაცემების გამოყენების შესახებ იმსჯელეს.

როგორც საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრა გარემოს ეროვნული სააგენტოსა და მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ინიციატივით გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით თანამედროვე სატელიტური ტექნოლოგიების გამოყენების საკითხები განიხილეს.

”თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის სფეროში განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში გვალვებით გამოწვეული შესაძლო მატერიალური ზარალის თავიდან აცილებას”, - აცხადებენ სამინისტროში.