I კვარტალში საქართველოში დაკლული პირუტყვის რაოდენობამ 1 677 685 სული შეადგინა

2016 წლის I კვარტლის მონაცემებით, საქართველოში დაკლული პირუტყვის რაოდენობამ 1 677 685 სული შეადგინა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსხურის მონაცემებით, აქედან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 45 828 - სულია, ცხვარი და თხა - 1 830, ღორი - 18 035, ფრინველი - 1 611 361, ხოლო სხვა დანარჩენი - 631 სულია.

წარმოებულმა ხორცმა ჯამში 7 259 927 კგ. შეადგინა. აქედან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცი - 4 132 500 კგ-ია, ცხვრისა და თხის ხორცი - 27 308კგ, ღორის ხორცმა - 942 069კგ, ფრინველის ხორცმა - 2 153 935კგ, ხოლო სხვა დანარჩენმა - 4115 კგ. შეადგინა.

ამავე მონაცემების მიხედვით, სასაკლაოს მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდულმა საქონელმა, ჯამში, 445 523 სული შეადგინა. მომსახურების საშუალო ფასი (ლარი/ერთეულის დაკვლაზე) – 22,2 ლარი იყო, ხოლო სუბიექტთა რაოდენობა, რომელთაც მომსახურება გაეწია, სულ – 23095 ერთეული. ჩატარებული კვლევის მიხედვით, შინამეურნეობამ 5525 ერთეული შეადგინა.

ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის შემთხვევაში – 24,7 ლარია, ცხვრის ან თხის დაკვლა – 9,3 ლარი, ხოლო ღორის დაკვლა – 23,8 ლარია.

2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაოებზე დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 802 ერთეულს შეადგენს.