რუსეთის მოქალაქე ფოთში ნაოსნობის წესების დარღვევისთვის 50 000 ლარით დაჯარიმდა

ფოთში, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, გემის კაპიტანს, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

როგორც საქართველოს სასაზღვრო პოლიციიის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის და საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს დასავლეთის ოპერატიული სამსახურის თანამშრომლებმა, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, მალტის დროშით მცურავი ტანკერი „RIROIL-5“ ფოთის საზღვაო ნავსადგურში დააკავეს. გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა - 50 000 ლარის ოდენობით.

გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა, საქმისწარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყო (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე პრიმა-1 მუხლის 1-ლი ნაწილით).

გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.