არასამთავრობოები ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით რეგულაციების შემოღებას ითხოვენ

ინტერნეტ-კაზინოები სათანადო რეგულაციების არარსებობის გამო ქვეყნის მოსახლეობას მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ - ეს განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნამდე გააკეთა. თუმცა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "აფბას" წარმომადგენელი აცხადებს, მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. ზურაბ კუკულაძის თქმით, ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ გააჩნია შესაბამისი პოზიცია ონლაინ-კაზინოებთან დაკავშირებით, რაც დღითიდღე პრობლემა ხდება ქვეყნის მოსახლეობისათვის. მისი განცხადებით, აფბა შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, რომელსაც ორგანიზაცია პარლამენტს მალე წარუდგენს. მანამდე კი კუკულაძის აზრით, საჭიროა მასობრივი საინფორმაციო კამპანია, როგორც ეს ონლაინ სესხების შემთხვევაში მოხდა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე