ნოდარ ებანოიძე - გადასახედია ყველაფერი, რაც სიტყვით „ონლაინ“ იწყება

გადასახედია ყველაფერი, რაც სიტყვით „ონლაინ“ იწყება, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნოდარ ებანოიძემ ონლაინ-კაზინოებთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

„რაც სიტყვა „ონლაინის“ ქვეშ არის, ყველგან გვჭირდება საკითხების გადახედვა - იქნება ეს ონლაინ-სესხების თუ ონლაინ-კაზინოების თემა. როგორც ვიცი, ამასთან დაკავშირებით მომზადებულია პროექტი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ და ვნახოთ რისკები, რაც აღნიშნულ საკითხს შეიძლება ახლდეს თან. ჯერ ნამდვილად ვერ ვიტყვი, თუ როგორი შეიძლება იყოს პარლამენტის გადაწყვეტილება, ონლაინ-კაზინოების საკითხს სჭირდება მსჯელობა და შემდგომ შესაბამისი პოზიციის ჩამოყალიბება“, - განაცხადა ნოდარ ებანოიძემ.