"გადაიღე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში, ახლო მომავალში მილიონიანი კინოგადაღებები იგეგმება

პროექტის "გადაიღე საქართველოში" ფარგლებში, ქვეყნის მაღალმთიან ზონებში სხვადასხვა მასშტაბური კინოგადაღებები იგეგმება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ქეთი ბოჭორიშვილის განცხადებით, ინდოეთის კინოინდუსტრიის წარმომადგენლებთან ორმხრივი შეთანხმება შედგა. სვანეთის რეგიონში, კინოგადაღების მიმართულებით უკვე განხორციელდა მრავალათასიანი ინვესტიცია. მომდევნო ეტაპზე კი ამერიკის შეერთებული შტატების კინოსტუდიების, ჰოლივუდის მაღალბიუჯეტიანი კომპანიების დაინტერესება მოხდება. ქეთევან ბოჭორიშვილის თქმით, პროგრამის მიხედვით, კინომწარმოებლებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათებია გათვალისწინებული.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე