”ფორდის” ახალი სატვირთო ავტომობილების სამოდელო რიგის პრეზენტაცია საქართველოში!

20 მაისს, 16 საათზე, საქართველოს საგამოფენო ცენტრ ”ექსპო ჯორჯიაში”, გაიმართება ”ფორდის” ახალი სატვირთო ავტომობილების სამოდელო რიგის ოფიციალური პრეზენტაცია.

”ფორდის” ახალ მოდელებს საზოგადოებას წარუდგენენ ”ფორდი სატვირთოს” (Ford Trucks) ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, კომპანია ”ჯი-თი გრუპი” და Ford Trucks-ის მწარმოებელი კომპანია, Ford Otosan-ი.

პრეზენტაციაზე დამსწრეთ გააცნობენ ”ფორდის” ახალი სატვირთო სამოდელო რიგის ავტომობილებს და მოდელების ტექნოლოგიურ სიახლეებს.

პრეზენტაციაზე ნაჩვენები იქნება ”ფორდ თრაქზის” ახალი ოფიციალური ვიდეო-ფილმი, დარიგდება ბროშურები, ტექნიკური აღწერილობით და სამშენებლო მოდელის საინფორმაციო-კომერციული ფლაიერები.

დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს პასუხებს გასცემენ ”ჯი-თი გრუპისა” და ”ფორდ თრაქზის” წარმომადგენლები.

მოწვეულ სტუმრებს ელით სამახსოვრო საჩუქრები ”ფორდისგან”, ხოლო ღონისძიების ბოლოს - ლანჩი-ფურშეტი.

პრეზენტაციაზე მიწვეულნი იქნებიან სატრანსპორტო, სამშენებლო, მუნიციპალური, სადისტრიბუციო და საერთაშორისო და ადგილობრივი გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები!

გვეწვიეთ ”ფორდის” ახალი სატვირთო ავტომობილების სამოდელო რიგის პრეზენტაციაზე! მოხარულნი ვიქნებით მოვისმინოთ თქვენი შეკითხვები და ამომწურავი პასუხები გავცეთ დაინტერესებული დამსწრე საზოგადეობის შეკითხვებს.

”ფორდის” ახალი სატვირთო სამოდელო რიგის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართება 20 მაისს, საგამოფენო ცენტრში, ”ექსპო ჯორჯიაში” (მისამართი: აკაკი წერეთლის გამზირი # 118), მე-3 ჰოლში, 16:00 საათზე.

ვიწვევთ ყველა დაინტერესებულ პირსა და კომპანიას.

დასწრება თავისუფალია.

(R)