თბილისში კანადური გამოცდილების მქონე საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო გაიხსნა

კანადური გამოცდილების მქონე საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო“ხატია კომუნიკაცია” ახლახან დააარსდა. მისი დამფუძნებელია ხატია ოძელაშვილი, რომელმაც სპეციალურიგანათლება და გამოცდილებები ოტავაში მიიღო.

“საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტოს დაფუძნება შთამაგონა იმ თვალსაჩინო პრობლემებმა კომუნიკაციაში, რომელთა გამოც კომპანიები, ორგანიზაციები და სამთავრობო უწყებები დღეს საქართველოში ზარალს განიცდიან. ჩემ მიერ დაფუძნებული სააგენტო ახალი ხმაა საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში. ჩვენ ინტეგრირებული კომუნიკაციის გეგმის შედგენისას აქცენტს პიარზე ვაკეთებთ", - განაცხადა ხატია ოძელაშვილმა.

სააგენტო“ხატია კომუნიკაცია“ ზრუნავს კომპანიების:

  • ბრენდინგზე,
  • პიარ და სარეკლამო კამპანიებზე,
  • მედიასთან ურთიერთობასა და
  • სოციალური მედიის სტრატეგიაზე.
სერვისების სრულ სიას შეგიძლიათ გაეცნოთ კომპანიის ვებგვერდზე: www.khatia.co

შეგახსენებთ, რომ თბილისში სარეკლამო კომპანიების დიდი არჩევანია, თუმცა საქართველოს მასშტაბით დღეს ყვითელ ფურცლებში მხოლოდ 20-მდე საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტოა დარეგისტრირებული. როგორც ცნობილია, საზოგადოებასთა ნურთიერთობა რეკლამასთან შედარებით გაცილებით სარფიანი და ეფექტურია.

(R)