თბილისის საბავშვო ბაღებიდან რამდენიმე დირექტორი გათავისუფლდა

თბილისის საბავშვო ბაღებიდან 4 დირექტორი გაათავისუფლეს, - ამის შესახებ 36-ე საბავშვო ბაგა-ბაღის უკვე ყოფილმა დირექტორმა ელზა უდესიანმა განაცხადა.

იგი დირექტორების პოლიტიკიკური ნიშნით გათავისუფლებაზე საუბრობს, ვინაიდან ბრალდებულ გია უდესიანის დაა.

”გუშინ გათავისუფლდა 4 ადამიანი, მათ შორის მეც. ეს გამომდინარეობს თითქოს აუდიტის დასკვნით, რომლის თანახმადაც ბავშვების კვებაზე თანხები ზედმეტად გაიხარჯა. თუმცა ამ ფაქტს ვუკავშირებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. ”ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოზე წყდება დირექტორების გათავისუფლება და დანიშვნა. პოლიტიკური გემოვნების მიხედვით ინიშნებიან დირექტორები, კერძოდ, ”ოცნების” აქტივისტები და თავისუფლდებიან ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ”, - განაცხადა ელზა უდესიანმა.

მისივე ინფორმაციით, იმ ბაღების დირექტორებისთვის, სადაც მნიშვნელოვანი დარღვევები გამოავლინეს, მათ შორის გადამალული საკვები პროდუქტების სახით, საყვედურიც არ უთქვამთ, ვინაიდან მათი ოჯახის წევრები არიან ან ”ოცნების” აქტივისტები ან მერის მოადგილის გიორგი ლილუაშვილის პირადი მეგობრები.

ელზა უდესიანი აპირებს, მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს.