დარიალის ხეობაში სავალი ნაწილის დაზიანების გამო, მოძრაობა ცალმხრივ რეჟიმში ხორციელდება

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 128-ე კილომეტრზე, სავალი ნაწილის დაზიანების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია ცალმხრივ რეჟიმში.

როგორც "ბიზნესპრესნიუსს" საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები ადგილზე არიან მობილიზებულები და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაობი ავტოტრანსპორტის მოძრაობის ორმხრივ რეჟიმში აღსადგენად.