გარემოვაჭრეებმა ზუგდიდში ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს

გარემოვაჭრეებმა ზუგდიდში ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. აქციის მონაწილეები გარევაჭრობის აკრძალვას აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ დღეს დილიდან გარევაჭრობა აეკრძალათ.

"გუშინ შიდა მოვაჭრეები გამოვიდნენ და თქვეს, რომ ჩვენს გამო ხალხი ბაზარში აღარ შედის, ამის გამო აგვიკრძალეს დილიდან საქონლის გამოტანა. არადა, მერიისგან დროებით გარე ვაჭრობა ნებადართული იყო. არ დავთმობთ", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მათივე თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქციებს ქუთაისში, პარლამენტთან გააგრძელებენ. ამ წუთებში რამდენიმე გარემოვაჭრე მერიაში შეხვედრას მართავს, რის შემდეგაც გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა აქცია.