ევროკავშირის საგრანტო პროგრამა Erasmus-ით 1000-მდე ქართველმა სტუდენტმა და მეცნიერმა ისარგებლა

”როგორ ეხმარება ევროკავშირი საქართველოს განათლების სფეროში”

ასე ჰქვია euroline.ge-ს მიერ გამოქვეყნებულ მორიგ ვიდეორგოლს, რომელიც პორტალსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებშია მომზადებული. ვიდეომასალის მორიგი სერია ქართველი სტუდენტებისთვის განკუთვნილ, ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამებს ეძღვნება. მასში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი ქართველ ახალგაზრდებს სხვადასხვა ქვეყანაში უმაღლესი განათლების მიცემის საუკეთესო შესაძლებლობებს აძლევს.

ვიდეორგოლში ყურადღება Erasmus-ის პროგრამებზეა გამახვილებული და განმარტებულია, რომ აღნიშნულ პროგრამებში 1000-მდე ქართველი სტუდენტი და მეცნიერი მონაწილეობდა.

”ევროკავშირის საგრანტო პროგრამების განხორციელება უმაღლესი განათლების სფეროში საქართველოში 1995 წლიდან დაიწყო და დღემდე ხორციელდება”, - წერს euroline.ge, რომელიც ვიდეორგოლს საკუთარ გვერდზე აქვეყნებს (http://www.euroline.ge/?p=6975)

პორტალმა euroline.ge-მ ევროკავშირთან თანაშრომლობის ფარგლებში მომზადებული ვიდეოსერიების გამოქვეყნება ცოტა ხნის წინ დაიწყო.

ვიდეორგოლები მოიცავს ინფორმაციებს იმ აქტივობების შესახებ, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს დასახმარებლად სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს.