მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ ნარჩენების დამტვირთველი სპეცტექნიკა შეიძინა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ, რეგიონებში გასანაწილებლად, ნარჩენების დამტვირთველი სპეცტექნიკა (YTO Zl50F) შეიძინა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეძენილი ტექნიკა, ნაგავსაყრელების ოპერირების გაუმჯობესებისა და სამუშაოების ეფექტურად შესრულების მიზნით ქუთაისისა და ხაშურის განახლებულ პოლიგონებს მოემსახურება.

ნარჩენების დამტვირთველი ტექნიკის საერთო ღირებულება 288 400 ლარია.