დავით ნარმანია - თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება

თბილისის მერიაში უახლოეს მომავალში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

”ყველა ის ცვლილება, რომელიც მერიაში განხორციელდა, მათ შორის სამგორის რაიონის გამგებლის მამუკა ჩოქურის თანამდებობიდან გადაყენებაც, მხოლოდ გამგეობებში შიდა გადაადგილებები იყო”, - აღნიშნა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

დავით ნარმანიას ინფორმაციით, სამგორის რაიონის გამგებელს საკრებულოში პროცედურების დაცვით წარადგენენ.