ზუგდიდელი გარემოვაჭრეები ქუთაისამდე ფეხით მსვლელობის აქციას მართავენ

ზუგდიდელი გარემოვაჭრეები ქუთაისამდე ფეხით მსვლელობის აქციას მართავენ. გარემოვაჭრეები გარევაჭრობის უფლების მოთხოვნით დეპუტატებისადმი მიმართვას გეგმავენ.

მსვლელობის დროს აქციის მონაწილეებმა რამდენჯერმე გადაკეტეს ცენტრალური მაგისტრალი, რის გამოც, მათსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის რამდენიმე მონაწილე შეუძლოდ გახდა, რის გამოც, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახებაც გახდა საჭირო.

ამ წუთებში გარემოვაჭრეები ისევ აგრძელებენ გზას ქუთაისამდე, რის გამოც, ცენტრალურ მაგისტრალზე გადაადგილების კუთხით მცირედი შეზღუდვებია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ზუგდიდის მერიაში შედგა გარემოვაჭრეებსა და მერიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა, რა დროსაც მათ ბაზარში ალტერნატიული ფართები შესთავაზეს, რაზეც გარემოვაჭრეებმა უარი განაცხადეს.