არასამთავრობო სექტორი პარლამენტს მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის დროული ამოქმედებისკენ მოუწოდებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ პარლამენტს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის დროულად ამოქმედებისკენ მოუწოდებს.

როგორც ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო მონაცემები საგანგაშოა, რის გამოც, პარლამენტს უწყების მიერ მომზადებული კანონპროექტის დროული ამოქმედებისკენ მოუწოდებს, რომელიც ძალაში 2016 წლის 1-ელი მარტიდან უნდა შესულიყო.

„ავტოსაგზაო შემთხვევების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი დედაქალაქში 44 %-მდე გაიზარდა, ხოლო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 6%-ით. ეს მაჩვენებელი საგანგაშოა. ამის ფონზე პარლამენტმა დროულად უნდა აამოქმედოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პარლამენტში გადაგზავნილი კანონპროექტი. გაუგებარია, რატომ იწელება ეს პროცესი, რომელიც უკანონო პატრულირებას და ქულების სისტემის ამოქმედებას მოიცავს. მოვუწოდებ პარლამენტს, სწრაფად მოხდეს აღნიშნული რეგულაციების ამოქმედება“, - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილება.