ტელეკომპანია ”საქართველოს” წილებს ყადაღა მოეხსნა

ტელეკომპანია ”საქართველოს” წილებს ყადაღა მოეხსნა. ტელეკომპანია ”რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ დღეს დილით მიიღო.

TV საქართველოს წილები ”რუსთავი 2”-ის საქმის ფარგლებში საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ გასულ წელს დააყადაღა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ურთმელიძის ყადაღა მთლიანად გაუქმებულია.

„ვფიქრობთ, სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივად არ ჰქონდა საფუძველი ძალაში დაეტოვებინა მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილება, რომელიც იყო ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა უკანონო გადაწყვეტილება იქნა მიღებული ”რუსთავი 2”-სა და მისი დამფუძნებლების წინააღმდეგ. ჩვენ შევეცდებით, ასევე დავასაბუთოთ სასამართლოს წინაშე სხვა განჩინებების უკანონობაც,“ - განაცხადა ”რუსთავი 2”-ის იურისტმა, თამთა მურადაშვილი.