თამაზ მეჭიაური - ლარის გამყარების მიზეზი ქადაგიძეა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, თამაზ მეჭიაური ლარის გამყარებას ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს უკავშირებს.

“ლარის გამყარების მიზეზი ქაგადიძეა. ქადაგიძე ლარის გაუფასურებაზე მიზანმიმართულ გავლენას ახდენდა და იმ კრიზისსაც იყენებდა, რომელსაც ადგილი ჰქონდა. ეს დასტურდება. ამოიღეთ ჩემი ყველა გამოსვლა და თუკი ისინი ერთმანეთს ერთი-ერთში არ დაემთხვევა, ქადაგიძეზე საერთოდ აღარ ვილაპარაკებ“, - განუცხადა თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებს.