საქართველოში ”ფორდის” ახალი სატვირთო ავტომობილების სამოდელო რიგის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს საგამოფენო ცენტრ ”ექსპო ჯორჯიაში”, ”ფორდის” ახალი სატვირთო ავტომობილების სამოდელო რიგის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა.

”ფორდის” ახალი მოდელები საზოგადოებას წარუდგინეს ”ფორდ სატვირთოს” (Ford Trucks) ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში, კომპანია ”ჯი-თი გრუპმა” და Ford Trucks-ის მწარმოებელმა კომპანიამ Ford Otosan-მა.

პრეზენტაციაზე მისულებს ღონისძიების ორგანიზატორებმა გააცნეს ”ფორდის” ახალი სატვირთო სამოდელო რიგის ავტომობილები და მოდელების ტექნოლოგიური სიახლეები.

პრეზენტაციაზე ასევე აჩვენეს ”ფორდ თრაქზის” ახალი ოფიციალური ვიდეო-ფილმი, დარიგდა ბროშურები ტექნიკური აღწერილობით და სამშენებლო მოდელის საინფორმაციო-კომერციული ფლაიერები.

გარდა ამისა, დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხეს ”ჯი-თი გრუპისა” და ”ფორდ თრაქზის” წარმომადგენლებმა.

GT Group-ის გენერალურმა დირექტორმა ლევან გოგსაძემ ღონისძიებაზე მისულებს ”ფორდის” სამშენებლო დანიშნულების ავტომობილი წარუდგინა. მისი თbpnქმით, ”ფორდ ოტოსანმა” დაიწყო ახალი სამოდელო რიგის ავტომობილების წარმოება ყველა მიმართულებით.

”ახლა მიმდინარეობს სამშენებლო გამოფენა. ამ გამოფენაში ვმონაწილეობთ ”ფორდ ოტოსანთან” ერთად, რომელიც არის სატვირთო ავტომობილების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი. 2016 წლიდან ”ფორდ ოტოსანმა” დაიწყო ახალი სამოდელო რიგის ავტომობილების წარმოება არამარტო სამშენებლო, არამედ ყველა მიმართულებით. უკვე წარმოებაშია ახალი მოდელები საერთაშორისო გადაზიდვებისთვის, სამშენებლო სეგმენტისთვის, კომუნალური ტექნიკისთვის. ამასთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ მოგვეწყო პრეზენტაცია ჩვენს კოლეგებთან ერთად და წარმოგვედგინა მომხმარებლისთვის მთელი სამოდელო რიგი და ის სიახლეები და ინოვაციები, რომელიც დანერგილია ახალ მოდელებში”, - განაცხადა გოგსაძემ.

მისივე თქმით, უკვე გაყიდვაშია აბსოლუტურად ყველა ტიპის ავტომობილი - ამწე, თვითმზელი, კომუნალური, გადამზიდი თუ სხვა. ლევან გოგსაძის ინფორმაციით, კომპანიას უკვე შეუკვეთეს 12 ახალი ავტომობილიც. ძველი მოდელების გაყიდვა ახალი მოდელების გაყიდვით შეწყდა.

გოგსაძე ახალი მოდელების ტექნიკურ მახასიათებლებზეც საუბრობს: ”ბევრი გაუმჯობესებაა. გაუმჯობესებულია ძრავები, ტრანსმისია, ჩარჩო და დაკიდების სისტემა და ა.შ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ახალი მოდელები კიდევ უფრო მეტ დაინტერესებას გამოიწვევს მომხმარებელში”, - აღნიშნა GT Group-ის გენერალურმა დირექტორმა. მისივე თქმით, 2006 წლიდან GT Group არის ფორდის სატვირთო ტექნიკის დილერი საქართველოში.

”ასეულობით ერთეული ავტომობილია გაყიდული. ძალიან კარგად გვაქვს აწყობილი მომსახურების და ნაწილებით უზრუნველყოფის სქემა. პრაქტიკულად ვემსახურებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მომხმარებელს სერვისებით და ჩვენი სერვისმობილებით ადგილზე. ასევე, ე.წ. მომსახურების მხარდაჭერამ განაპირობა ხარისხთან ერთად ამ ავტომობილების პოპულარობა საქართველოში”, - განაცხადა გოგსაძემ.

დღევანდელ ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრები სამახსოვრო საჩუქრებითაც დასაჩუქრდნენ ”ფორდისგან”, ხოლო ღონისძიების ბოლოს გაიმართა ლანჩი-ფურშეტი.

პრეზენტაციას დაესწრნენ სატრანსპორტო, სამშენებლო, მუნიციპალური, სადისტრიბუციო და საერთაშორისო და ადგილობრივი გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები.

(R)