სკოლა მასწავლებლების გარეშე, რომელშიც სწავლა უფასო იქნება

სკოლა, რომელსაც არ ეყოლება მასწავლებლები, არ ექნება გაწერილი სასწავლო ცხრილი და სადაც სწავლა უფასო იქნება. პარიზში არსებული "აკადემია 42"-ის ფილიალი აშშ-ში გაიხსნება. სწავლების პროცესი ინდივიდუალური და თვითგანათლებაზე ორიენტირებული იქნება. მოსწავლეები საინტერესო საგნებსა და განრიგს თავად აირჩევენ, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ერთმანეთს დაეხმარებიან და თვითმოტივაციაზე იზრუნებენ.

სკოლაში დარეგისტრირების საშუალება 18-დან 30-წლამდე ასაკის ნებისმიერ მსურველს ექნება. აღნიშნული პროექტი ფრანგი მილიარდერისა და ფილანთროპის ხავიერ ნეილის მიერ არის დაფინანსებული.

სკოლის მფლობელი იმედოვნებს, რომ მომავალი 5 წლის განმავლობაში მოსწავლეთა რაოდენობა 10 ათასამდე გაიზრდება. ხავიერ ნიელმა პროექტის განხორციელებაში 100 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია ჩადო. მისი მთავარი მიზანი ისეთი სასწავლო გარემოს შექმნაა, რომელიც ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება.

სკოლა კალიფორნიის შტატში მდებარე ქალაქ ფრიმონტში მიმდინარე წლის ნოემბერში გაიხსნება.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით.