ქალაქები, სადაც ყველაზე მეტად უნდა უფრთხილდეთ ჯიბის ქურდებს

ბრიტანულმა საიტმა City Base Apartments-მა ევროპის იმ ქალაქების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, სადაც ყველაზე მეტად არის გავრცელებული ჯიბის ქურდობა.

10 ქალაქს შორის პირველობა ბარსელონას ერგო. ესპანეთის ამ ულამაზეს ქალაქში ყოველწლიურად 7, 5 მილიონზე მეტი ტურისტი ჩადის. თუმცა, ქალაქში ასევე ბევრი ჯიბის ქურდია, რომლებსაც განსაკუთრებით რამბლაზე, კატალონიის მოედანზე, გოთიკურ კვარტალსა და მონტკადას ქუჩაზე წააწყდებით. მართალია, ადგილობრივები ბარსელონაში გავრცელებულ ჯიბის ქურდობას უკვე „ჩვეულებრივ პრაქტიკასა და სპორტის თავისებურ სახეობას“ უწოდებენ, თუმცა ყველა ტურისტის მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

ჩამონათვალში ასევე მოხვდნენ პრაღა, რომი, ჰანოი, ამსტერდამი, ფლორენცია, ბუენოს აირესი, პარიზი და მადრიდი.