საბერძნეთის პარლამენტმა ხარჯების შემცირებას და გადასახადების გაზრდას დაუჭირა მხარი

საბერძნეთის პარლამენტმა მკაცრი ეკონომიის დამატებით ზომებს დაუჭირა მხარი, რაც ხარჯების შემცირებასა და გადასახადების გაზრდას ითვალისწინებს.

აღნიშნული ზომა საშუალებას მისცემს ქვეყანას, საერთაშორისო კრედიტორებისგან მორიგი ტრანში - 5,4 მილიარდი აშშ დოლარი მიიღოს.

როგორც მოსალოდნელია, ევროზონის ფინანსთა მინისტრები შესაბამის გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებენ.

შარშან, 86 მილიარდი ევროს დახმარების მიღების სანაცვლოდ, საბერძნეთმა რეფორმების გატარება, მათ შორის საპენსიო ასაკის გაზრდა, პრივატიზირება, გადასახადების გაზრდა და ხარჯების შემცირება გადაწყვიტა.

ამას საბერძნეთში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. ნაკისრი ვალდებულებებით, 2018 წლისთვის საბერძნეთმა ხარჯები 5,4 მილიარდი ევროთი უნდა შეამციროს.