ნავთობზე ფასი დაეცა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე ფასი დაეცა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, „ბრენტის“ მარკის ნავთობი 18 ცენტით გაიაფდა და ბარელზე მისმა ფასმა 48,54 დოლარი შეადგინა. 26 ცენტი დაეცა WTI-ის ნედლი ნავთობის ფასი და ბარელზე 48,15 დოლარამდე შემცირდა.

დღესვე ნავთობის ფასის პროგნოზი გაზარდა ამერიკულმა ბანკმა Goldman Sachs-მა. ბანკის პროგნოზით, მიმდინარე წელს ნავთობის ფასი ბარელზე 45 დოლარი იქნება, ნაცვლად მანამდე ნავარაუდევი 39 დოლარის. WTI-ის ნავთობის ფასის პროგნოზი კი Goldman Sachs-ma 38-დან 45 დოლარამდე გაზარდა.

თუმცა, ამასთან ერთად, ბანკის ანალიტიკოსებმა შეამცირეს 2017 წლის პროგნოზი, რომლის თანახმად მომავალ წელს „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 55 დოლარი იქნება და არა - 60 დოლარი.