ბათუმის ბულვარში წიგნის ფორმის სუვენირების ჯიხურები დაიდგმება

ბათუმის ბულვარში, წიგნის ფორმის სასუვენირე დახლები განთავსდება. აჭარის ა/რ მთავრობის ინფორმაციით, ახალი, ორიგინალური დიზაინის ჯიხურები ექსკლუზიურად, ბათუმის ბულვარისთვის შეიქმნა, რომელიც ძველ ვერცხლისფერ ჯიხურებს 1-ელი ივნისიდან ჩაანაცვლებს. ახალ კონსტრუქციას, სიმბოლურად ამშვენებს წარწერა Boulvard 1881 და Batumi.

ბულვარის ტერიტორიაზე სულ 30 ასეთი დახლი განთავსდება. მომავალი წლისთვის კიდევ რამდენიმე მსგავსი ჯიხურის დამატება იგეგმება.

ჯიხურების დიზაინის ესკიზი, ბულვარის ადმინისტრაციის დიზაინერ სალომე შავაძეს ეკუთვნის. სუვენირებით მოვაჭრეები ჯიხურებში ვაჭრობის უფლებას აუქციონში გამარჯვების შემდეგ მოიპოვებენ.