ნოდარ ხადური ყაზახეთში ორმხრივ შეხვედრებს მართავს

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, ყაზახეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ასტანაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგიონული კონფერენციის მსვლელობისას, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ყაზახეთის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრს, ბახიტ სულტანოვს და ჰოლდინგ „ბაიტერეკის“ ხელმძღვანელს, ერბოლატ დოსაევს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.