ევროზონის ფინანსთა მინისტრები საბერძნეთისთვის 11,5 მილიარდ აშშ დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ

ევროზონის ფინანსთა მინისტრები საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების ახალი ტრანშის გამოყოფაზე შეთანხმდნენ.

ევროზონის 19 მინისტრის გადაწყვეტილებით, ათენი 11,5 მილიარდ აშშ დოლარს მიიღებს.

რამდენიმე დღის წინ საბერძნეთმა, მორიგი ფინანსური ტრანშის მიღების მიზნით, ახალი ზომები დაამტკიცა, რომელიც ხარჯების შემცირებასა და გადასახადების გაზრდას ითვალისწინებს.

საბერძნეთის პარლამენტის ამ გადაწყვეტილებას მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.