"ლარი სამი თვის თავზე მსოფლიოს ყველა ვალუტასთან გამყარდა"

საზოგადოება "2030"-ის წევრი მიხეილ დუნდუა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ლარის კურსის გამყარებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, რომელსაც "ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"ლარი სამი თვის თავზე მსოფლიოს ყველა ვალუტასთან გამყარდა.

დღეს 2016 წლის 25 მაისს, 2016 წლის 25 თებერვლის შემდეგ ლარი გამყარებულია მსოფლიოს უკლებლივ ყველა ვალუტასთან მიმართებით.

2016 წლის 1 იანვრიდან 25 თებერვლამდე ლარი გაუფასურდა რეგიონის ყველა ვალუტასთან რუსული და უკრაინული ვალუტების გარდა.

დღეს(25.03.2016), 2012 წლიდან (1 იანვარი) ლარი გამყარებულია რეგიონში თურქულ , რუსულ, უკრაინულ, აზერბაიჯანულ ვალუტებთან მიმართებით, ანუ რეგიონის ყველა ვალუტასთან სომხური დრამის გარდა (ჩამორჩენა მხოლოდ 4%).

P.S. საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის კურსს მსოფლიოს 43 ვალუტასთან მიმართებით ითვლის და აქვეყნებს", - წერს მიხეილ დუნდუა

იხილეთ ეროვნული ბანკის სტატისტიკა

bpn