როგორ შეიცვალა საქართველოში საარსებო მინიმუმი 2004 წლიდან დღემდე

საქართველოში საარსებო მინიმუმის მაჩვენებლის დინამიკა 2004 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, ზრდით ხასიათდება.

2016 წლის აპრილის მონაცემები მნიშვნელოვნად აღემატება 2004 წლის ამავე თვის მაჩვენებელს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილში საარსებო მინიმუმმა 161.2 ლარი შეადგინა, რაც მცირედით ნაკლებია წინა სამ თვესთან შედარებით.

საქსტატის მონაცემებით, თუ 2016 წლის იანვარში საარსებო მინიმუმმა 164,2 ლარი შეადგინა, თებერვალში - 163,2 ლარი. მარტში კი 161,6 ლარი იყო.

რაც შეეხება წინა წლების აპრილის თვის მაჩვენებლებს, საარსებო მინიმუმის მაჩვენებლის დინამიკა ზრდით ხასიათდება.

საქსტატის ცნობით, 2004 წელს აპრილში საარსებო მინიმუმი 80,2 ლარს შეადგენდა, 2005 წლის აპრილში - 95,3 ლარს, 2006 წელს - 98,2 ლარი, 2007 წელს - 121,0 ლარი, 2008 წელს - 125,9 ლარი, 2009 წელს - 129,7 ლარი, 2010 წელს - 127,4 ლარი, 2011 წელს - 163,2 ლარი, 2012 წელს - 154,1 ლარი, 2013 წელს - 147,4 ლარი, 2014 წელს - 155,6 ლარი, 2015 წელს - 160,5 ლარი ხოლო 2016 წელს - 161,2 ლარი შეადგინა.

2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით ანგარიშობს, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” ბრძანების შესაბამისად.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე