წინა თვესთან შედარებით, აპრილში კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 0.4 %-ით შემცირდა

წინა თვესთან შედარებით, აპრილში კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 0.4 %-ით შემცირდა, - ამის შესახებ ნათქვამია კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2016 წლის 1 მაისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 17 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 - უცხოური ბანკის ფილიალით.

სებ-ის ინფორმაციით, აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.1 მლრდ ლარით, ანუ 0.4 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.3 პროცენტით გაიზარდა) და 24.6 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.6 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 14.5 %-ია.