ნოდარ ხადური სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) რეგიონული კონფერენციის ფარგლებში, სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მასუდ აჰმედს (Masood Ahmed) შეხვდა.

როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუშაობის საკითხები, ასევე საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა, მონეტარული და ფისკალური ინსტრუმენტების ურთიერთქმედება, საგადასახადო და ინსტიტუციური რეფორმების მიმდინარეობა.

შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე ესწრებოდა.