Stoli® Vodka-ს გლობალური ელჩისა და განთქმული ბარმენის მასტერკლასი საქართველოში

მსოფლიოში წამყვანი და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული არაყის Stolichnaya® -ს მწარმოებელმა კომპანია SPI-მ და მისმა ოფიციალურმა დისტრიბუტორმა შპს გაგრა პლიუსმა, ქართველ ბარმენებსა და ალკოჰოლური სასმელების მოყვარულებს სურპრიზი მოუწყო. Stolichnaya® -ს ულტრა ლაქშერი არაყი elit®-ის ბრენდის გლობალური ელჩი და მსოფლიოში განთქმული ბარმენი ბრენტ ლამბერტი საქართველოს საკმაოდ საპასუხისმგებლო მისიით ესტუმრა და ქართველ ბარმენებს მომზადების თაობაზე მასტერ კლასი ჩაუტარა. ბრენტ ლამბერტი პასუხისმგებელია გლობალური პროგრამების დანერგვასა და განხორციელებაზე ”სტოლი ჯგუფის” არყის ბრენდის განვითარებისთვის. მასტერ კლასის ფარგლებში ცნობილმა ბარმენმა, რომელზეც არაერთი სტატია დაწერილა ისეთი ცნობილი გამოცემების მიერ, როგორიცაა „ვოლ სტრიტ ჯორნალი“, „ფორბსი“, „ლოს ანჯელესი“ და სხვა მრავალი, ისაუბრა არყის ისტორიაზე და მისი წარმოების მეთოდებზე, პირველი კოქტეილების შექმნაზე, თვითონ Stoli® Vodka -ის და elit® -ის წარმოების თავისებურებებსა და უპირატესობებზე, მოამზადა 3 საავტორო სასმელი არყის გამოყენებით და მათი რეცეპტებიც კი გაუზიარა მონაწილეებს. ღონისძიების მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პროფესიონალი ბარმენის მიერ მომზადებული სასმელები დაეგემოვნებინათ და პირადად დაესვათ მისთვის კითხვები. ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა ქართველი ბარმენებისთვის, ახლოს გაცნობოდნენ Stoli® Vodka- ის პროდუქციას, აემაღლებინათ თავიანთი კვალიფიკაცია ამ სფეროში, ასევე გაცნობოდნენ კოქტეილების მომზადების ახალ მეთოდებს და საინტერესო დეტალებს. bpn

როგორც თვითონ ბრენტ ლამბერტი ამბობს, მისი მოღვაწეობა კოქტეილებისა და ბარმენობის სამყაროში 1990-იან წლებში, ჯერ კიდევ უნივერსიტეტში ჟურნალისტის ფაკულტეტზე სწავლის დროს დაიწყო, როდესაც ის თავისუფალ დროს ბარში მუშაობდა. უნივერსიტეტის დამთავრებისა და ტელევიზიაში მუშაობის შემდეგ, ის მალე მიხვდა, რომ ბარმენობა და ადამიანებისთვის საკუთარი ხელით განსხვავებული სასმელების მომზადება მას ყველაზე დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. მშობლების შეშფოთებისა და წინააღმდეგობის მიუხადავად, მან საბოლოოდ გადაწყვიტა პროფესიონალი ბარმენი გამხდარიყო და ახლა ის უკვე მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი არყის კომპანიის სახე და წარმომადგენელია.

„მე, როგორც Stoli® Vodka-ის გლობალურ წარმომადგენელს, მევალება ჩემს კოლეგებთან და მომხმარებელთან საუბარი, მათთვის Stoli® Vodka-ის პროდუქციის ახლოს გაცნობა. უკვე 16 წელია, რაც ამ სფეროში ვმოღვაწეობ და Stoli® Vodka-ის ყოველთვის მოწინავე ადგილი ეკავა დახლზე. ეს არის მსოფლიოში აღიარებული ბრენდი, რომლსაც 80-წლიანი ისტორია და მემკვიდრეობა გააჩნია. მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის სხვა ბრენდებისგან გამოირჩევა თავისი პროგრესულობითა და გამოხდის უმაღლესი მეთოდით, 1962 წელს Stolichnaya®-მ პირველმა შესთავაზა მომხმარებელს არყების ნაირსახეობა სხვადასხვა ხილის არომატით, ასევე 2003 წელს მან პირველმა გამოუშვა ულტრა ლაქშერი არაყი elit®, რომელიც განკუთვნილია ფუფუნებისთვის. Stoli® Vodka -სგან განსხვავებით ის შეზღუდული რაოდენობით იწარმოება, გააჩნია უფრო დახვეწილი, ხავერდოვანი გემო, ხოლო მისი ნედლეული საგანგებოდ შერჩეულ მიწაზე იზრდება. ის იმდენად სრულყოფილია, რომ მომხმარებელს ვურჩევ ყოველგვარი დანამატების გარეშე დალიონ, რათა მისი გემო უკეთ შეიგრძნონ, თუმცა თუ elit®-ს კოქტეილების დასამზადებლად გამოვიყენებთ, ის მათ კიდევ უფრო გააკეთილშობილებს. ის იდეალურია მსუბუქი მარტინის ტიპის კოკტეილების მოსამზადებლად, რომლებსაც არ გააჩნიათ მძაფრად გამოკვეთილი გემო. ხოლო თუ გსურთ გაცილებით მკვეთრი გემოს მიღება, Stoli® Vodka-ს არომატიზებული არყების დიდ არჩევანს გთავაზობთ. დღეს ბარმენებს გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვთ, ჩვენ დროს არ იყო bpnსასმელების და ინგრედიენტების ამხელა არჩევანი. ამიტომ, ჩემი მთავარი რჩევა მომავალი ბარმენებისთვის იქნება, გაეცანით ყველა ტიპის სპირტიან სასმელს, შეისწავლეთ ახალი არომატები, არასდროს არ გაჩერდეთ და მუდამ მზად იყავით ახლის გასაგებად და შესასწავლად, ასევე გასაქანი მიეცით თქვენს ფანტაზიას, რაც კრიტიკულ სიტუაციაში ხშირად დაგეხმარებათ“, - აღნიშნა ცნობილმა ბარმენმა გამოცემასთან საუბრისას.

საქართველოში ხანმოკლე ვიზიტის მიუხედავად, Stoli® Vodka-ს გლობალურმა ელჩმა მოასწრო ქალაქის ღირსშესანიშნაობების ნახვა და ნაციონალური კერძების დაგემოვნებაც:

„ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მე ხშირად მიწევს მოგზაურობა და მინდა აღვნიშნო, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილია, სადაც კი ვყოფილვარ. მე მოვიხიბლე თქვენი ულამაზესი ხედებით, ქართული კერძებით, მუსიკითა და ხალხით. ძალიან მომეწონა მწვადი, ის საოცრად არომატული იყო, ასევე ძალიან გემრიელი იყო ხაჭაპური, ფხალი და ნიგვზიანი ბადრიჯანი, და, რაც მრთავარია, ჭაჭა და ქართული ღვინო. ვისურვებდი აქ დაბრუნებას და გაცილებით დიდი ხნით დარჩენას, ასევე ვნახავდი რამე გავლენა თუ მოახდინა ჩემმა მასტრეკლასმა და რამე თუ შეიცვალა ბარმენობის კულტურაში საქართველოში“, - დასძინა ინტერვიუს დასასრულს ბრენტ ლამბერტიმ.

(R)