Nokia ათასობით თანამშრომელს შეამცირებს

კომპანია Nokia ფინეთში ათასზე მეტი თანამშრომლის გათავისუფლებას აპირებს, რათა 2018 წლამდე შეამციროს ბიუჯეტი 900 მილიონი ევროთი. ამის შესახებ Reuters იტყობინება. გამოცემა აზუსტებს, რომ კომპანია შემცირებების შესახებ მოლაპარაკებებს კიდევ 30 ქვეყანაში აწარმოებს.

სააგენტოს ცნობით, Nokia-მ თანამშრომელთა შემცირების თაობაზე მას შემდეგ გამოაცხადა, რაც შეიძინა ფრანკო-ამერიკული კომპანია Alcatel-Lucent.

ამასთან, ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კორპორაცია Microsoft-მა გააკეთა განცხადება საკუთარი მობილური ტელეფონების ბიზნესისა და ბრენდ Nokia-ს გაყიდვასთან დაკავშირებით, ასევე შვილობილი კომპანია Foxconn-სა და ფინური კომპანია HMD Global-ს შესახებ.

კოკა კვირკველია

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე