ტალინის ცენტრში მდებარე ბიზნესცენტრი საქართველოს დროშის ფერებში განათდა

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით, ესტონეთში, ტალინის ცენტრში, ვირუს მოედანზე მდებარე საელჩოს შენობა საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიება ესტონეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით მოეწყო, სადაც „ქართული ხმების“ კვარტეტის კონცერტი გაიმართა, პარალელურად ეკრანზე ქვეყნის ისტორიულ-კულტურული ხედებისა და ტურისტული პოტენციალის ამსახველი ვიდეო კლიპების ჩვენება გაიმართა.

მიღების ფარგლებში ასევე გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ამსახველი ფოტო-გამოფენა.