რობი უილიამსის კონცერტთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა იცვლება

ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე დაგეგმილ რობი უილიამსის კონცერტთან დაკავშირებით დღის განმავლობაში სტადიონის მიმდებარედ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა იცვლება.

როგორც თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში აცხადებენ, დიდუბიდან ქალაქის ცენტრისკენ მიმავალი ავტობუსები: N15, 20, 27, 33, 84 და 86 წერეთლის გამზირიდან ცაბაძის ქუჩისა და აღმაშენებლის გამზირის ნაცვლად, მოძრაობას გააგრძელებენ წინამძღვრიშვილის ქუჩით (დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ).

ცენტრალური უბნებიდან დიდუბისკენ მიმავალი მარშრუტები: N20 და 33 თამარ მეფის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებენ წინამძღვრიშვილის ქუჩით. ამ შემთხვევაში, N15, 27, 84 და 86-ის მარშრუტებს ცვლილება არ შეეხება.

ანალოგიური სქემით იმოძრავებენ მიკროავტობუსებიც.