ევროპის ქალაქები, სადაც ალკოჰოლური სასმელები ყველაზე იაფი ღირს

ბრიტანული Post Office Travel Money-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ევროპაში ალკოჰოლური სასმელები ყველაზე იაფი პრაღაში ღირს.

ორგანიზაციის ცნობით, პრაღაში ჩასულ ტურისტს 12 სხვადასხვა სახის ალკოჰოლურ სასმელეში ჯამში დაახლოებით 29 ფუნტის გადახდა მოუწევს, მათ შორის ერთი ბოთლი ლუდი 1,26 ფუნტი ღირს, ერთი ჭიქა ღვინო - 1,57 ფუნტი, ერთი ჭიქა ტეკილა კი 1,73 ფუნტი.

კვლევის მიხედვით, ყველაზე ძვირი 12 სახეობის ალკოჰოლური სასმელი ესპანეთის საკურორტო ქალაქ მარბელაში ღირს, დაახლოებით 72 ფუნტი.

ბრიტანული გამოცემა The Independent-ის ცნობით, სიიაფის მიხედვით, პირველ ხუთეულში აღმოსავლეთ ევროპული ქალაქები ლიდერობენ - ბუდეპაშტი (30 ფუნტი), კრაკოვი (34 ფუნტი), რიგა (50 ფუნტი) და ტალინი (53 ფუნტი).