რა უჯდება მსოფლიოს ომი, სახელად "ყველა ყველას წინააღმდეგ"

თვითმფრინავის ერთი საბრძოლო გაფრენა რუსეთის ბიუჯეტს უჯდება საათში 12.000 დოლარი, შვეულმფრენის საბრძოლო გაფრენა - საათში 3.000 დოლარი, საბრძოლო მასალები - 700 000 დოლარი (24 საათი), ლოჯისტიკა - 250 000 დოლარი (24 საათი), 2 000 სამხედროს შენახვა 500 000 დოლარი (24 საათი), სამხედრო გემების ერთჯერადი გასვლა ხმელთაშუა ზღვაში - 200 000 დოლარი, კასპიის ზღვის ფლოტიდან თითო რაკეტის გასროლა - 1.2 მლნ დოლარი (ბრიტანეთის ცენტრის, "Jones Information Groups"-ის მონაცემები).

"ურყევი სიმტკიცის" ოპერაცია, რომელსაც კოალიცია ატარებს (აშშ, ბაჰრეინი, ბრიტანეთი, იორდანია, კანადა, დანია, ნიდერლანდები, საუდის არაბეთი და საფრანგეთი) 2014 წლის წლის 8 აგვისტო­დან 2015 წლის ბოლომდე დაჯდა 5 მლრდ დოლარი. ირანი, რომელიც ამ კონფლიქტში ასადის მო­კავ­შირეა, წელიწადში სირიაში ხარჯავს ­6 მლრდ­ დოლარს, ომში ჩართულია 2012 წლიდან ("Bloomberg vier"-ის მონაცემები).

"ისლამურ სახელმწიფოს" თავისი "ხალიფატის" ერთი დღე 20 მლნ დოლარი უჯდებოდა. გარდა იმისა, რომ მას ფინანსურად არაბული ფონდები ეხმარებოდნენ, "ისლამური სახელმწიფო" არის მსოფლიოში ერთადერთი ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც არა მხოლოდ შემოწირულობების ხარჯზე ფინანსდება, არამედ აქვს თავისი დამოუკიდებელი, არც თუ მცირე რესურსი, რომელიც უკვე მესამე წელია, დღემდე აძლევს საშუალებას, წინააღმდეგობა გაუწიოს 64 ქვეყნის სამხედრო დაჯგუფებებს სირიასა და ერაყში. ეს არის ე.წ. "შავი ოქრო" - ნავთობი.

ნინო ბურჭულაძე

წყარო: "კვირის პალიტრა"