დუშეთში თანამედროვე, კეთილმოწყობილი ბულვარი აშენდება

უახლოეს მომავალში დუშეთში თანამედროვე, კეთილმოწყობილი ბულვარის მშენებლობა იგეგმება.

როგორც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები აცხადებენ, პროექტი უკვე მზად არის. აღნიშნული პროექტი, რომლის ავტორი არქიტექტორი გიორგი მაჭარაშვილია,  მსოფლიო ბანკის და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდება და დაახლოებით 12 მილიონი ლარის ინვესტიციას გულისხმობს.

ადგილობრივი ხელმძღვანელობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაიდგმება სავაჭრო ფარდულები, მოეწყობა პარკირება, ანანურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქალაქის ძველ უბნებს, ისტორიულ ძეგლებს და დუშეთის რაიონში მდებარე ჭილაშვილების სასახლეს.

ხათუნა ჩიგოგიძე