კიოლნის აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა

კიოლნის აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა მას შემდეგ, რაც უცნობმა პირმა უსაფრთხოების ზომების გავლის გარეშე ასაფრენ ზონაში შესვლა სცადა. ამის შესახებ The Local წერს.

აეროპორტის ხელმძღვანელობის ცნობით, უცნობი პირი კანონდარღვევით შევიდა ზონაში, პოლიციამ კი მომხდარის შემდეგ „ტერმინალი 1“-ის ევაკუაცია განახორციელა. შედეგად, ფრენების მიღება და გაშვება დროებით შეწყდა, უცნობი პირი კი დააკავეს. ამ დროისთვის მიმდინარეობს დაკავებულის ვინაობის დადგენა.