გურიაში ახალი ტელეკომპანია მაუწყებლობის დაწყებას გეგმავს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, ააიპ „თავისუფალი მედია სივრცე“ ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში ტელემაუწყებლად გატარდა.

როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, კომპანია კერძო საერთო ტელემაუწყებლობის დაწყებას 10 ივნისიდან გეგმავს.

”კომპანია დღე-ღამეში 6 საათი იმაუწყებლებს. ბრენდული სახელწოდებით „გურია TV“, ააიპ „თავისუფალი მედია სივრცე“ ღია ეთერით ადგილობრივი მულტიპლექს პლათფორმის (ციფრული სამაუწყებლო ქსელი) და საკაბელო ქსელის საშუალებით იმაუწყებლებს,” - აცხადებენ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.