ინტერნეტ პროტოკოლით სატელეფონო მომსახურების მისაწოდებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „ჯეონეთმა“ ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო მომსახურების მისაწოდებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო.

როგორც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, ნუმერაციის რესურსი 1000 სააბონენტო ნომრის ინდექსზე - 706 770 XXX, რომლის გეოგრაფიული ზონა საქართველოს მთელი ტერიტორიაა, უვადოა და ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას.

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.