2015 წელს დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 8.8%-ით გაიზარდა, თვითდასაქმებულთა რაოდენობა 2.7%-ით შემცირდა

2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 8.8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა 2.7 პროცენტით შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით, დასაქმებულებში თვითდასაქმებულთა რაოდენობა 57,5 პროცენტს შეადგენს, ხოლო დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა - 42,5 პროცენტს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე