თურქეთში ჩასულ ვიზიტორებს შორის საქართველოს მოქალაქეები მეორე ადგილზე არიან

რუსეთთან ურთიერთობის გაუარესება თურქეთის ტურისტულ სფეროზე უარყოფითად აისახა.

ბევრი კურორტი, სასტუმრო და გასართობი დაწესებულება ტურისტების ნაკლებობას განიცდის.

თუმცა ამავდროულად, თურქეთის მიმართ ინტერესი იზრდება სხვა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მხრიდან.

სტატისტიკური მონაცემებით, მიმდინარე წელს თურქულ კურორტებზე ქართველების ნაკადი 34%-ით გაიზარდა.

თურქეთში დასვენების მსურველთა რაოდენობა საქართველოდან კვლავ მატულობს, რადგან ვიზიტორებისთვის მიმზიდველია ფასების ხელმისაწვდომობა და მაღალი დონის სერვისი.

2016 წლის იანვარ-აპრილში თურქეთში ჩასულ ვიზიტორებს შორის საქართველოს მოქალაქეები მეორე ადგილზე არიან.

საქართველოს გარდა, პირველ სამეულში გერმანელები და ირანელები მოხვდნენ. აქედან პირველ ადგილზე გერმანიაა.

ამ პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, თურქეთში ტურისტების ნაკადი მაინც შემცირებულია. მაგალითად, მიმდინარე წლის აპრილში თურქეთში ბოლო 17 წლის განმავლობაში ყველაზე ნაკლები ტურისტი ჩავიდა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე