"ბიზნესკონტაქტის” წამყვანი - გიორგი ისაკაძის ”მაესტროდან” გათავისუფლების მიზეზად, გადაცემების ”აუთსორსზე” გასვლის მოთხოვნა დასახელდა

”ბიზნესკონტაქტის”, ”საქმიანი დილას” და ”ანალიტიკის” პროექტების მენეჯერის გიორგი ისაკაძის ტელეკომპანია ”მაესტროდან” გათავისუფლების მთავარ მიზეზად,

აღნიშნული გადაცემების ე.წ. აუთსორსზე გასვლის მოთხოვნა დასახელდა, - ამის შესახებ ”ბიზნესკონტაქტის” წამყვანმა ელენე კვანჭილაშვილმა გადაცემაში განაცხადა.

მისივე თქმით, ”ტელეკომპანია ”მაესტრომ” ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ”ბიზნესკონტაქტი”, ”საქმიანი დილა” და ”ანალიტიკა” ეთერში დარჩეს ამ გადაცემების ავტორისა და მენეჯერის გიორგი ისაკაძის გარეშე.

როგორც გადაცემის წამყვანმა აღნიშნა, ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტის შესახებ გადაწვეტილება გიორგი ისაკაძეს გუშინ ჩაბარდა. ამ გადაწყვეტილების მიღების მთავარ მიზეზად გიორგი ისაკაძის მიერ მის მიერვე შექმნილი გადაცემების ხელშეკრულებით თანამშრომლობაზე გასვლის მოთხოვნა დასახელდა.

”მაესტროს” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში ადევნებდით თვალს, გემახსოვრებათ, რომ ”ბიზნესკონტაქტის”, ”საქმიანი დილის” და ”ანალიტიკის” გუნდი სარედაქციო დამოუკიდებლობის მთავარ გარანტად სწორედ ორ რამეს ასახელებდა. ეს იყო - გიორგი ისაკაძე, რომელმაც ეს გუნდი შეკრა და ე.წ. აუთსორსი, ანუ კონტენტი გვემართა დამოუკიდებლად ისე, როგორ აქამდე", - განაცხადა ელენე კვანჭილაშვილმა.

ტელეკომპანია ”მაესტროდან” "საქმიანი დილასა" და "ბიზნეს-კონტაქტის" დამაარსებელი და ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე გაათავისუფლეს. ისაკაძეს არხის გენერალური დირექტორისგან, ზურაბ ნაყეურისგან შესაბამისი შეტყობინება მიუვიდა.